logo_geo
eng_logo
ილია მეორე: შევთხოვოთ უფალს, გაგვაძლიეროს...
- +

25 აპრილი. 2016. 02:45


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაული წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.


შევთხოვოთ უფალს, გაგვაძლიეროს ჩვენს სიკეთეში, გაგვაძლიეროს ჭეშმარიტ რწმენაში, მართლმადიდებლობაში, გააძლიეროს ჩვენში სიყვარული, მიმტევებლობა და ცოდვათა ჩვენთა განცდა.

სიხარული და მწუხრებათითქოს ტყუპი ძმებივით სულ ერთად დადიანერთი ბრძენი ადამიანი ამბობდა, დიდებიდან მწუხარებამდე ერთი  პატარა ნაბიჯიაო. დღეს ვდღესასწაულობთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ზეიმით შევლას იერუსალიმში, სადაც მას ხალხი უგებდა ტანსაცმელს და ბზის ტოტებს. უფალი ტიროდა, რადგან  ხედავდა იმ ხალხის სისუსტეს. ხალხი, რომელიც ადიდებდა უფალს და უგალობდა ოსანას, რამდენიმე დღეში იყვირებდა  - „ჯვარს აცვი იგი". ასეთი ცვალებადია ადამიანი. ჩვენ ვთხოვთ უფალს, გაგვაძლიეროს ჩვენს სიკეთეში, გაგვაძლიეროს ჭეშმარიტ რწმენაში, მართლმადიდებლობაში; გააძლიეროს ჩვენში სიყვარული, მიმტევებლობა და ცოდვათა ჩვენთა განცდა",- ბრძანა  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner