logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: ძალიან გულზე მოხვდათ ჩემი ეს კომენტარი „ნაცებს“...
- +

25 აპრილი. 2016. 03:32


„ძალიან გულზე მოხვდათ ჩემი ეს კომენტარი „ნაცებს" და მათ ფეისბუკის ტროლებს. რას არ მაბრალებენ ფსევდონიმებს ამოფარებული უსურათო და უსახო არსებები... არაფრით არ აწყობთ, რომ "ქოცი", ამ პროვოკაციის მიუხედავად ამერიკას სიყვარულში გამოუტყდეს. ამ სიყვარულის პრივატიზაცია უნდათ. ვისაც აინტერესებს აქვე ვიმეორებ რა ვთქვი ამ თემაზე და ისიც მხოლოდ ერთხელ."- ასე აფასებს უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე კონგრესმენ სტივ რასელთან  დაკავშირებით მისი განცხადების საპასუხო რეაქციებს პოლიტიკოსების მხრიდან.  



ჩემს მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს და თანამოაზრეებს მინდა ჩემი მოსაზრება გითხრათ ერთ აქტუალურ საკითხზე.

 

ბევრი აღაშფოთა აშშ-ის

კონგრესმენის სტივ რასელის ცნობილმა გამოსვლამ და ცხადია აღშფოთება სამართლიანია. მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბატონმა რასელმა გააჟღერა პირადი მოსაზრებები, რომელიც არ წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას და მეტიც, სრულიად ეწინააღმდეგება მას. მის მიერ გაკეთებული სრულიად აბსურდული განცხადებები, ცხადია , ზეგავლენას ვერ იქონიებს საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურთიერთობებზე , ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანაში არსებული ერთი-ორი პოლიტიკაში მყოფი პერსონის გაუგებარი განცხადებები აშშ- მიმართ და ჩვენი ქვეყნების ხელისუფლებები გააგრძელებენ და კიდევ უფრო გააღრმავებენ ორმხრივ თანამშრომლობას..

 

უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი განცხადების გასახმოვანებლად, უყვართ სკანდალი, ყურადღების ცენტრში მოქცევა ნებისმიერ ფასად.... ჩვენთან რა, არ ვიცნობთ ასეთ პოლიტიკოსებს?

მოკლედ, ბატონ რასელს რომ დავუბრუნდეთ, ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ლობისტურმა კომპანიებმა შეცდომაში შეიყვანეს.

მის განცხადებაში ხომ პირდაპირი ტექსტით არის გადატანილი ჩვენი ოპონენტების მიერ გამოგონილი ბრალდებები და ცუდია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ბრალდებების გაჟღერება მიზანმიმართულად პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის აშშ -ში ვიზიტის წინ შეგნებულად მოხდა. ჩვენმა ოპონენტებმა ზუსტად იციან, რომ პრემიერ კვირიკაშვილის ვიზიტი აშშ-ში, რომელიც 25 აპრილს იწყება იქნება წარმატებული და ასეთი აქციებით უნდათ , როგორმე, მცირედით მაინც დააკნინონ ის პოზიტიური მოლოდინები, რაც პრემიერის აშშ-ში ვიზიტის მიმართ არსებობს.

ამის გათვალისწინებით, დაუშვებლად და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მიმაჩნია ბატონი რასელის ამ ნაბიჯის გამო კრიტიკა და გულისწყრომა ვინმემ ზოგადად ამერიკელებზე და აშშ ხელისუფლებაზე გაავრცელოს. დაუშვებლად მიმაჩნია ემოციურ ზღვარს გაცდენილი, დაუფიქრებელი კომენტარების გაკეთება. არ უნდა ავყვეთ ამ ამბავს, რადგანაც ზუსტად ეს აქვს ჩაფიქრებული ჩვენს ოპონენტებს, რომ ხალხს მოთმინება დააკარგვინონ. ამ ამბავზე აყოლა მითუმეტეს დაუშვებლად მიმაჩნია, რადგანაც მე და ჩემს თანამოაზრეებს გულით გვჯერა, რომ უფრო დიდი მეგობარი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს არასდროს ყოლია და ამერიკელები ამას მარტივად ადასტურებენ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული თანადგომით და დახმარებით დღიდან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისა. ეს ფაქტებით დასტურდება და მათი უარყოფა შეუძლებელია.

 

ჩემთვის, პირადად, უმნიშვნელოვანესია ამ საკითხში სრული თანხვედრა მქონდეს ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან. დედამიწის ზურგზე არ არსებობს ამერიკაზე უფრო თავისუფალი ქვეყანა, სადაც ადამიანი შეიძლება უფრო თავისუფლად გრძნობდეს თავს, სადაც მას წარმატებისთვის ყველა გზა ხსნილი აქვს. ამიტომაც, უზომოდ შეყვარებული ვარ ამერიკასა და ამერიკელებში და მათ მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას ვერასდროს შევეგუები.

მოდით, ჩვენი საქმე ვაკეთოთ ყველამ. ვიცი, რომ კონგრესმენმა რასელმა გვაწყენინა, მაგრამ გაივლის ეს წყენაც , რადგანაც აგერ ნახავთ, პრემიერის ვიზიტი აშშ-ში რომელიც მომავალ კვირაში შედგება აუცილებლად იქნება წარმატებული და იგი გახდება ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის განმამტკიცებელი ფაქტორი.

 

(მე ჩემი სათქმელი ვთქვი. აქ სხვა კომენტარებს და სხვათა კომენტარებზე პასუხებს აღარ დავწერ. ვინც სწორად ვერ გამიგებს მათ კომენტარებს არ გავაჩერებ ჩემს გვერდზე და დავემშვიდობები. ჩემთვის, როგორც ზემოთ დავწერე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხში სრული თანხვედრა მქონდეს ჩემს მეგობრებთან)."- განაცხადა კვაჭანტირაძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner