1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4638 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4638 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4749 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0111 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0763 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0773 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.001 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.