logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ის, რაც სოფელ ცდოში ხდება, არის გაუგებარი...
- +

25 აპრილი. 2016. 03:45


ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოში ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის და ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.


როგორც მან გადაცემა „მოამბეში" განაცხადა, მისთვის გაუგებარია ადგიობრივი მოსახლეობის პროტესტის მიზეზი, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ამ სოფელზე გადიოდა მაღალი ძაბვის ელქტროგადამცემი ხაზები. ახალი პროექტით კი ეს ელექტროგადამცემი ხაზები სფლისგან მოშორებით გადადის.


ცდოში ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორცილება.  არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენდა სამწუხაროდ, ეწინააღმდეგებიან ყოველგვარი არგუენტაციის გარეშე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელბას,  არის ძალიან ცუდი, რადგან იმით, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში ენერგეტიკის მიმართულებით, ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა ამაყობდეს. ის, რაც ამ სოფელში ხდება, არის გაუგებარი, რადგან სოფელ ცდოში გადიოდა მაღალი ელექტროგადამცემი ხაზები, ოთხი საყრდენი იყო პირდაპირ სოფელში. ახალი პროექტით ჩვენ ვეუბნებით მოსახლეობას, რომ ეს ოთხი საყრდენი გადადის სოფლისგან მოშორებით. თუმცა გარკვეული არასამთავრობოების ჩართულობით და წაქეზებით ცდილობენ, რომ შეცდომაში შეიყვანონა დგილობრივი მოსახლეობა",- განაცხადა  კახა კალაძემ.


მისივე თქმით, არგუმენტი, რომ ეს ელექტროგადამცემი ხაზი ჯანმრთელობის პრობლემებს შეუქმნიდა იქ მცხოვრებ მოსახლეობას არასწორია, რადგან სწორედ ეს პრობლემა იხსნება ახალი პროექტით.


მისივე თქმით,  როდესაც ის თანამდებობას დატოვებს ამ პროექტებს ზურგზე ვერ მოიკიდებს და წაიღებს".


ეს დარჩება ქვეყანას, ეს იქნება მნიშვნელოვანი საქართველოს ენერგეტიკისთვის. ასეთი პროექტების განხორციელებით მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ენერგეტიკის მიმართულებით არასდროს იყოს პრობლემა ქვეყანაში",-აღნიშნა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner