„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სადაა ქართული მედია, რატომ არ აპროტესტებს რადიო „თავისუფლების" უკანონო გადაწყვეტილებას ქართული სამსახურის უფროსის დავით კაკაბაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ? დავით კაკაბაძე გაანთავისუფლეს იმის გამო, რომ არ შეასრულა რადიო „თავისუფლების" სათავო ოფისის გადაწყვეტილება გადაცემების ,,რუსთავი 2"-ზე განთავსებასთან დაკავშირებით.
რადიო „თავისუფლება" არ უნდა თანამშრომლობდეს მედიასაშუალებასთან, რომელიც აშკარად წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას და არის მიკერძოებული - განაცხადა რადიო „თავისუფლების" ქართული სამსახურის უფროსმა დავით კაკაბაძემ სათაო ოფისის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ყველაფრის ექსპერტობაზე რომ თავს დებენ, აი, ის ექსპერტები: ლაშა ტუღუში, ნინია კაკაბაძე, თამარ კინწურაშვილი, გია ხუხაშვილი, თამარ გურჩიანი და სხვები სად არიან? აფგან მუხტარლიზე რომ შემოიხიეთ ყველაფერი, ქართველი ჟურნალისტის მიმართ უკანონო ქმედება თქვენთვის საინტერესო არაა?
თქვენი დუმილი სავსებით გასაგებია, რაშიც ფულს გიხდიან, იმაზე ყვირიხართ, ამიტომაცაა თქვენი დევიზი: „თუ ფული გაქვს, შენი ვარ, თუ არადა სხვისი ვარ", - წერს მჟავანაძე.