ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მაგარი უაზრო კითხვა გაჩნდა - „NATO თუ აფხაზეთი და სამაჩაბლო?"
თავისი 2 სავარაუდო პასუხით კიდევ უფრო იდიოტურ სახეს იძენს:
1. „კანეჩნო" აფხაზეთი და სამაჩაბლო;
2. „იეს" მე ვირჩევ NATO-ს!
კითხვა თავისთავად პროპაგანდის ნაწილი მგონია. კარასინმა საკმაოდ გამართულად განგვიცხადა საქართველოსთან კარგია მოლაპარაკებების დაწყება ყველა თემაზე გარდა... აფხაზეთი და იუჟნი ასეტიაო, ანუ NATO-ზე უარის თქმა არ ნიშნავს არც აფხაზეთის და არც სამაჩაბლოს დაბრუნებას (სამწუხაროდ) თან კარასინი არაა ის როჟა პუტინის გარეშე რამე იბჟუტუროს...
ეხლა რაც შეეხება NATO-ს, თუ გამოვიტირებთ დაკარგულ მიწებს დარჩენილი მიწების გამოსანატოვებლად, აქაც ვერ ვხედავ დიდ პერსპექტივას პირდაპირ რომ ვთქვათ, აშშ და ინგლისმა სულ თავი რომ გაიგიჟონ, საქართველოს გარეშე NATO ვერ განვითარდებაო, არა მგონია საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ დაუჯერონ და გაზის მომწოდებელ ვოვას აწყენინონ, არა და 1 წევრის არაც საკმარისია უნატოობისთვის.
პერსპექტიული და იმედის მომცემი არაფერი მითქვამს, უბრალოდ დამადებილებელი შეკითხვა იმ უიმედო იმედებით ამას თუ ვიზამთ ის იქნება და იმას თუ ვიზამთ ეს... საუბედუროდ ასე არაა", - წერს თოფურია.