logo_geo
eng_logo
მაკა რაზმაძე ტელეკომპანია „იბერიიდან“ გაათავისუფლეს
- +

3 თებერვალი. 2018. 00:28



ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ამ წუთიდან შევუერთდი ჩვენი ქვეყნის უმუშევართა დიდ არმიას. მახსოვს წლების წინ როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი, ტყვიებზე მივდიოდი, ომის წინა ხაზზე ვიყავი- დეპეშა მივიღე სამსახურიდან ხვალიდან ნუღარ მოხვალ აქ აღარ მუშაობო. დეჟავიუ... სე ლა ვი... ახლაც ასე დეპეშასავით ორსიტყვიანი სმს და სრულიად შეცვლილი ცხოვრება. საბანკო ვალდებულებები, დავალიანებები და გაურკვეველი ხვალინდელი დღე....

თუმცა ესაა ცხოვრება და როგორც ადრე არც ახლა მეშინია. არც ახლა დამაკარგვინებს სახეს გაჭირვება როგორც აქამდე არ დამაკრგვინა. არც ახლა ვაპირებ სხვებზე გადაბრალებებს და სხვების საქციელებზე ლაპარაკს.

კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა და კიდევ ერთხელ ვდგავარ უცნობი მომავლის პირისპირ... კიდევ ერთხელ მომიწევს თავიდან დაწყება და ძველი ტკივილების გადავიწყება...

კიდევ კარგი შორს წასვლა არ მომიწევს ისედაც სულ ხალხი ვიყავი მეც და ხალხად დავრჩები-ჩვენ ერთნი ვართ და ერთად ყველაფერს გადავიტანთ! რაც მთავარია ღირსებით და ღირსეულად გადავიტანთ როგორც აქამდე და როგორც ყოველთვის... ადიოს „იბერია"..." - წერს რაზმაძე.


როგორც მაკა რაზმაძემ „პრაიმტაიმს" განუცხადა,  მისთვის უცნობია სამსახურიდან გათავისუფლების და გადაცემა „პრიორიტეტის" დახურვის მიზეზი.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner