logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: NATO-ში კომპრომისის საფუძველზე გაწევრიანების შესახებ დისკუსია არ მიმდინარეობს
- +

3 თებერვალი. 2018. 01:02


 

NATO-ში კომპრომისის საფუძველზე გაწევრიანების შესახებ დისკუსია არ მიმდინარეობს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გადაცემა „კვირის ინტერვიუში" სტუმრობისას განაცხადა.

 

„ჩვენი ინტეგრაციის პროცესში ეს საკითხი არასდროს განხილულა. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც ის NATO-ს წევრობამდე მიჰყავს. NATO-ს ზოგიერთი წევრი შიშობს, რომ საქართველოს ალიანსში მიღება მოსკოვის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების გამო, რუსეთთან ავტომატურ ომს გამოიწვევს. საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარულები იქნებიან, დათანხმდნენ NATO-ს წევრობას კომპრომისის საფუძველზე", - განაცხადა ჯანელიძემ.


შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ქართული დიპლომატიური წრეების შიდა საუბრებში საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხი, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის შემდგომი მოგვარების იმედით, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ქართულ დიპლომატიურ წრეებში არ განიხილება.


მისი თქმით, NATO-ში გასაწევრიანებლად საჭიროა, საქართველომ პრაქტიკული ინსტრუმენტები მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს.

 

„პრაქტიკული ინსტრუმენტია NATO-საქართველოს კომისია, სადაც შესაბამის დონეზე ყველა მნიშვნელოვანი, პოლიტიკური თუ პრაქტიკული საკითხის განხილვა რეგულარულად ხდება. პრაქტიკული ინსტრუმენტია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც საქართველოს კონკრეტული მიმართულებებით აძლიერებს და NATO-ს სტანდარტებთან თავსებადს ხდის.

 

პრაქტიკული ინსტრუმენტია ასევე ეროვნული ყოველწლიური პროგრამა, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ქვეყნის თავდაცვის NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობას უზრუნველყოფს", - განაცხადა ჯანელიძემ.

 

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით NATO-ს პოზიცია ძალიან მტკიცე, ურყევია და ეს ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი გარანტია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner