logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: 13 წელი გავიდა ზურას მკვლელობიდან!
- +

3 თებერვალი. 2018. 01:17



ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„13 წელი გავიდა ზურას მკვლელობიდან!

დანაშაული არ გახსნილა... არც საქმე დახურულა...

არც რეჟიმი გასამართლებულა... არც სამართლიანობა აღდგენილა...

ბავშვები უკვე დიდები არიან. ჩვენ ვბერდებით. არაფერს გვეკითხებიან და რომც გვკითხონ, პასუხი არ გვაქვს!

პასუხი არც პროკურატურას გაუცია ჩემს ჩვენებაში დასმულ კითხვებზე... და არც იმ კითხვებზე, რომლებიც თავად დაუგროვდათ. ხანდახან ვფიქრობ, რომ რაღაც დიდი გარიგების პასუხია ეს სიჩუმე...

ხვალ 12 საათზე საფლავზე გავალთ...

... და რა მერე...?!" - წერს ხოფერია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner