logo_geo
eng_logo
თურქეთის პრეზიდენტის თანაშემწე საბერძნეთის ხელისუფლების წევრებს ხელ-ფეხის მოტეხვით დაემუქრა
- +

3 თებერვალი. 2018. 10:38



თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანაშემწე იგიტ ბულუტი საბერძნეთის ხელისუფლების წევრებს ხელ-ფეხის მოტეხვით დაემუქრა.


„საბერძნეთის ხელისუფლების წევრები, რომლებიც ეგეოსის ზღვაში სადავო კუნძულებზე ფეხს დადგამენ, თურქეთის რისხვას მიიღებენ და ეს იქნება უფრო მასშტაბური, ვიდრე აფრინში მიმდინარე მოვლენები. ხელ-ფეხს მოვამტვრევთ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ან ნებისმიერ სხვა მინისტრს, რომელიც გაბედავს და იმიას კუნძულზე ფეხს დადგამს", - განაცხადა იგიტ ბულუტმა თურქულ ტელეკომპანია TRT-სთან საუბრისას.


თურქი პოლიტიკოსის მუქარას უკვე გამოეხმაურა საბერძნეთის ხელისუფლება. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთის პოზიციას დაუჯერებელი უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები ევროპული პოლიტიკური კულტურისთვის უცხოა.


იმიას ორი კუნძული 40 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს იკავებს და საბერძნეთის უახლოესი კუნძულიდან 4.6 კილომეტრში, თურქეთის სანაპიროდან კი 7 კილომეტრში მდებარეობს. კუნძულების გარშემო ვითარება უკიდურესად 1996 წელს დაიძაბა, როდესაც ნატოს წევრმა ორმა მოკავშირე ქვეყანამ ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმები გაგზავნა. ომის საფრთხე მაშინ აშშ-ის ჩარევის შემდეგ განეიტრალდა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner