logo_geo
eng_logo
რექს ტილერსონი: დასავლეთი ფრთხილად უნდა იყოს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც რუსეთია
- +

3 თებერვალი. 2018. 11:46



ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი რუსეთს იმის გამო საყვედურობს, რომ იარაღსა და სამხედრო ტექნიკას აწვდის დასავლეთ ნახევარსფეროს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიული ფასეულობების მოწინააღმდეგე რეჟიმებს.


„რუსეთის მზარდი ყოფნა რეგიონში საგანგაშოა, რადგან რუსეთი განაგრძობს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გაყიდვას არამეგობრულ რეჟიმებზე, რომლებიც არ იზიარებენ ან პატივს არ სცემენ დემოკრატიულ ფასეულობებს", - განაცხადა რექს ტილერსონმა.


ტილერსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი ფრთხილად უნდა იყოს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც რუსეთი და მისი პოლიტიკაა და რომელიც მიმართულია დემოკრატიული ფასეულობების მოსპობისკენ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner