logo_geo
eng_logo
ჯეიმს მეტისი: პენტაგონი ავღანეთში დამატებით ათასი სამხედროს გაგზავნას არ გეგმავს
- +

3 თებერვალი. 2018. 12:41



ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ჯეიმს მეტისის განცხადებით, პენტაგონი ავღანეთში დამატებით ათასი სამხედროს გაგზავნას არ გეგმავს.

 

„გამოვაცხადეთ სტრატეგია და სავარაუდო ციფრები. თუ ვინმეს მხედველობაში აქვს დამატებით 1000 ან 5000 სამხედრო, მსგავსი გეგმები არ გვაქვს", - განაცხადა მეტისმა.


პენტაგონის მონაცემებით, „თალიბანი" ავღანეთის ტერიტორიის 15%-ს აკონტროლებს, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული მთავრობა კი - 60 პროცენტს.


შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ავღანეთში რამდენიმე ტერაქტი მოხდა, საერთო ჯამში, დაღუპულთა რაოდენობა 200-ს აღწევს, 400-ზე მეტი კი დაშავდა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner