წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ვიდეოკამერებს დაამონტაჟებენ. ამის მიზეზად გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები სახელდება.
წყალტუბოს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ლევან ჩაკვეტაძის თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, გზის გასწვრივ გარემოს დაბინძურების ფაქტებია.
წყალტუბოს მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ინიციატივის განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავენ.
მაგისტრალზე 16 ვიდეოკამერის დამონტაჟებაა დაგეგმილი.