logo_geo
eng_logo
UNICEF: კონფლიქტების გამო 264 მილიონ ბავშვს განათლების მიღების საშუალება არ აქვს
- +

3 თებერვალი. 2018. 14:08



საბრძოლო მოქმედებისა და მიმდინარე კონფლიქტების გამო, მსოფლიოში 264 მილიონ ბავშვს საშუალო განათლება მიღებული არ აქვს, - ამ ინფორმაციას გაერო-ს ბავშვთა ფონდი UNICEF აქვეყნებს.


უახლეს ანგარიშში წერია, რომ მსოფლიოს 24 განვითარებად ქვეყანაში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და გახშირებულია სკოლებზე თავდასხმები, 6-დან 14-წლამდე 27 მილიონ ბავშვს საშუალება არ აქვს, სკოლაში ისწავლოს.


ანგარიშში მაგალითად მოყვანილია ნიგერია, სადაც რადიკალური ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამი" სკოლებს თავს ესხმის. ბოლო წლებში ბოკო ჰარამმა ნიგერიაში 1000-ზე მეტი სკოლა გაანადგურა და 2300-მდე მასწავლებელი მოკლა. 2014 წელს კი სკოლიდან 250 მოსწავლე გაიტაცა. ასევე ნახსენებია პაკისტანში მომხდარი ფაქტებიც - ტერორისტულ გაერთიანება თალიბანს თავდასხმის სამიზნედ სკოლები არაერთხელ შეურჩევია.


UNICEF-ის წარმომადგენელმა იურგენ გერაუსმა განაცხადა, რომ დღეს დონორი ორგანიზაციები ამ ქვეყნებში ბიუჯეტის 3,6%-ს განათლების მიმართულებით ხარჯავენ. მისი თქმით, ამ სფეროში გაცილებით მეტი თანხა - ყოველწლიურად 340 მილიარდი დოლარია საჭირო.


გაერო-ს ბავშვთა ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაციებს განვითარებად ქვეყნებში, სადაც ზემოხსენებული პრობლემები არსებობს, განათლების მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდისკენ მოუწოდა.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner