logo_geo
eng_logo
ერაყის არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაიწყო
- +

3 თებერვალი. 2018. 14:46



ერაყის არმიამ საუდის არაბეთის საზღვართან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაიწყო. ოპერაცია ანაბარის პროვინციაში მიმდინარეობს.


ფართომასშტაბიან სპეცოპერაციაში საჯარისო ქვედანაყოფები, ფედერალური პოლიცია, სუნიტური ტომების სახალხო რაზმები და სასაზღვრო ძალები, საერთაშორისო კოალიციის ავიაციის მხარდაჭერით მონაწილეობენ.


როგორც ერაყის არმიის წარმომადგენლები განმარტავენ, ოპერაციის მიზანი „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების განადგურებაა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner