logo_geo
eng_logo
35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- +

3 თებერვალი. 2018. 15:44



თბილისის საქალაქო სასამართლომ 35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


პროკურორ თეონა გვაზავას განცხადებით, 117-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა და არასრულწლოვანს განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

„2018 წლის 31 იანვარს თბილისში განხორციელებულ არასრულწლოვანთა დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე, რომელსაც წარედგინა ბრალდება სსკ-ის კოდექსის 19-109 მუხლის მე-2 ნაწილის ბ და მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნებისა და ორი პირის მიმართ. წარდგენილი ბრალდება განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ სრული მოცულობით გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და აღკვეთის ღონისძიების სახით განუსაზღვრა პატიმრობა", - განაცხადა თეონა გვაზავამ.


მისი თქმით, კვალიფიკაციის შეცვლა განაპირობა საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობამ.


პროკურორის განმარტებით, გამოძიების დაწყება არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული მუხლით უნდა მომხდარიყო ბრალის წარდგენა. იგი მტკიცებულებების შინაარსთან დაკავშირებით არ საუბრობს იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია.


პროკურორის თქმით, ბრალდებული ფაქტს ადასტურებს, თუმცა მუხლის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner