logo_geo
eng_logo
თამუნა ლეფსვერიძე თეა ადეიშვილს: ქართველი ჟურნალისტების სახელით ნუ ლაპარაკობთ!
- +

25 აპრილი. 2016. 05:55


ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე ჟურნალისტ თეა ადეიშვილს მიმართავს:



„პ.ს -ის ჟურნალისტის ტექსტი მიხეილ სააკაშვილის „ფეიერვერკულ" გუბერნატორობაზე...


"ქართველი ჟურნალისტებისთვის ეს წარსულში დაბრუნებას უფრო ჰგავს, ერთხელ უკვე ნანახ ფილმს, რომელშიც საბაჟო რეფორმის შედეგი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმის ტოლფასი იყო..."


აუ, რა არის იცით, ქართველი ჟურნალისტების სახელით მაინც ნუ ლაპარაკობთ, თქვით, რომ თქვენთვის მიხეილთან შეხვედრა უდიდესი ბედნიერებაა და წარსულის ნოსტალგიას ამით იქარვებთ!


იცით რატომ, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში საბაჟოების გახსნა, გზების დაგება, სააკაშვილთან კომენტარების ჩაწერა, ვანოს კაბინეტში ინტერვიუზე ფეხიფეხგადადებული ჯდომა, ბაჩო ახალაიასთან ერთად ჯარში რეპორტაჟების გაკეთება, ტაშიც და ტაშფანდურიც, იყო თქვენთვის და კიდევ ორი ტელევიზიისთვის - ჯიბეში ჩადებული მაუწყებლისთვის და ბადრისთვის ახეული " იმედისთვის"...


ჩემისთანა ჟურნალისტებისთვის კი,რომლებისთვისაც ყველა უწყების კარი ჩარაზული იყო, რომლებსაც ირმა ნადირაშვილისგან გაფრთხილებული შს სამმართველოს უფროსები აქციებზეც კი არ უშვებდნენ, რომლებიც თვეში 20 დღეს სასამართლოებში ვატარებდით საჯარო ინფორმაციის მიღების იმედით, რომლებმაც ზუსტად ვიცოდით, რომ სასამართლო პროკურატურას ედო ჯიბეში და ვერ მივიღებდით ამ ინფორმაციას ვერასდროს, მაგრამ პრეცედენტებს მაინც ვქმნიდით, ეგ ყველაფერი ძალიან კოშმარული ფილმი იყო...„



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner