logo_geo
eng_logo
კრასნოიარსკში „შავი ცის“ რეჟიმი დაწესდა - მოსახლეობას სუნთქვა უჭირს
- +

3 თებერვალი. 2018. 18:59



რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში ამინდის გაუარესების გამო, ე.წ. შავი ცის რეჟიმი გამოცხადდა, რაც ცუდი მეტეოროლოგიური მდგომარეობის პირველ დონეს აღნიშნავს. ინფორმაციას РИА ავრცელებს.


„შავი ცის" რეჟიმი 2 თებერვლიდან 5 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს. ქალაქში ხილვადობა ძლიერ არის შემცირებული, მცხოვრებლები კი არასასიამოვნო სუნისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ იტყობინებიან.


ამ პერიოდის განმავლობაში, ქალაქში შენარჩუნდება ისეთი მეტეოროლოგიური მდგომარეობა, რომელიც არახელსაყრელია ჰაერში მავნე ნივთიერებების დასაშლელად. ასეთ დროს მოსახლეობას წინასწარ ურჩევენ ხოლმე ქალაქის დატოვებას, დარჩენილმა მოსახლეობამ კი თავი უნდა შეიკავოს სახლის განიავებისა და გარეთ გასვლისგან.


შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს რუსეთის ქალაქ ომსკში შავი თოვლი მოვიდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ასეთი თოვლი ჰაერის ზედაპირული ფენის დაბინძურებით არის გამოწვეული.


 

 

 









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner