„ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ბირთვული დოქტრინა ჩვენი ქვეყნისა და მოკავშირე სახელმწიფოების უსაფრთხოების გარანტია", - აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.
მისი თქმით, მიუხედავად ვაშინგტონის ხანგრძლივი მცდელობისა, შეეზღუდა ბირთვული იარაღის საფრთხე მსოფლიოში, ბირთვული არსენალის მფლობელი სახელმწიფოები მაინც ახერხებდნენ, გაეზარდათ აღნიშნული იარაღის როლი მათი თავდაცვის სტრატეგიაში.
2018 წლის ბირთვულ დოქტრინაში ასახულია ბირთვული არსენალის მოდერნიზების როლი სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც 21-ე საუკუნეში არსებული გამოწვევების აღმოფხვრისკენ არის მიმართული.