ხვალ, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები იქნება დაბრძანებული. მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ სიწმინდე მოილოცონ.
როგორც „ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საკვირაო წირვას ხვალ, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.
წმინდა დედოფლის ნაწილები საქართველოში ინდოეთიდან 23 სექტემბერში 6 თვით ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოსალოცად ჩააბრძანეს.