იტალიაში შეიარაღებულმა პირმა აფრიკიდან ჩასულ მიგრანტებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ France 24 იუწყება.
შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ მაჩერატაში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, კაცმა ცეცხლი ავტომობილიდან გახსნა.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 28 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს.