logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტობის კანდიდატად მეოთხედ წარადგინეს
- +

3 თებერვალი. 2018. 21:26



აზერბაიჯანის პრეზიდენტობის კანდიდატად ქვეყნის მმართველი პარტია კვლავ მოქმედ პრეზიდენტს ილჰამ ალიევს განიხილავს. ინფორმაციას 1news.az-ი ავრცელებს.


მმართველი პარტიის „იენი აზერბაიჯანის" აღმასრულებელი მდივანი და ვიცე-პრემიერი ალი აჰმედოვი აცხადებს, რომ იგი დარწმუნებულია ილჰამ ალიევის გამარჯვებაში.


აზერბაიჯანის ოპოზიციურმა პარტიამ „მუსავათი" თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი იანვარში დაასახელა და ის ისა გამბარია, რომელმაც თავის გამოსვლებში რუსეთის პოლიტიკა არაერთხელ გააკრიტიკა. ისა გამბარი აზერბაიჯანის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია და უკვე 22 წელია „მუსავათის" უცვლელი თავმჯდომარეა.


აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 17 ოქტომბერს გაიმართება. 2016 წლის 26 სექტემბერს ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს 7 წლის ვადით აირჩევენ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner