მსახიობი ჩაკ ნორისი CBS-სა და Sony Pictures Television-ს ლოს-ანჯელესის სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
მსახიობი საჩივარში აცხადებს, რომ მას არ გადაუხადეს სერიალ „Walker, Texas Ranger"-დან მოგებული თანხა, რომელშიც ის მთავარ როლს ასრულებს.
როგორც ირკვევა, კომპანიებს ფილმის გაქირავებიდან შესული თანხის 23% ჩაკ ნორისისთვის უნდა გადაეხადათ, საუბარია დაახლოებით 30 მილიონ დოლარზე.