logo_geo
eng_logo
სტამბოლში ტერორიზმის ბრალდებით 82 ადამიანი დააკავეს
- +

4 თებერვალი. 2018. 11:06



სტამბოლში ტერორიზმის ბრალდებით 82 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულთა შორის 77 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაკავებულებს ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ადანაშაულებენ.


ოპერაცია სტამბოლში 16 მისამართზე ჩატარდა. დაკავებულთა შორის არიან, პაკისტანის, ავღანეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მოქალაქეები, ასევე ჩეჩნები, რომელთა მოქალაქეობა უცნობია.


ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომლებიც დაკავებულების „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირს ამტკიცებს. გამოცემა Sabah-ის ცნობით, ისინი სტამბოლში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner