logo_geo
eng_logo
ჩინეთმა აშშ-ის ახალი ბირთვული დოქტრინა გააკრიტიკა
- +

4 თებერვალი. 2018. 11:54

 

ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ბირთვული დოქტრინა გააკრიტიკა. ამ დოქტრინით ვაშინგტონმა ჩინეთის ბირთვული პოტენციალი საფრთხედ დაასახელა.

 

„პეკინი ამგვარ პრეტენზიებს ეწინააღმდეგება“, - ნათქვამია ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

ოფიციალურმა პეკინმა ვაშინგტონი „ცივი ომის მენტალიტეტში“ დაადანაშაულა.

 

„მშვიდობა და განვითარება შეუქცევადი გლობალური ტენდენციებია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული არსენალის მფლობელია, უნდა დაიცვას  ეს ტენდენცია და არა მის წინააღმდეგ წავიდეს“, - ნათქვამია ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ პენტაგონმა ახალი ბირთვული დოქტრინა 3 თებერვალს გამოაქვეყნა. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ტრადიციული ბირთვული ძალის მოდერნიზებაზე, ასევე ტაქტიკური და ულტრაბგერითი ბირთვული იარაღის განვითარებაზე.

 

დოქტრინაში ნათქვამია, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთის ბირთვული პოტენციალის გაზრდით, ამიტომაც ამავე სფეროში საკუთარი შესაძლებლობის გაფართოებას გეგმავს.

 

პენტაგონის თქმით, აშშ-მა შესაძლოა მსგავსი ტიპის იარაღი საგანგებო სიტუაციების დროს გამოიყენოს, მათ შორის მასშტაბური ბირთვული დარტყმისას.

 

ამასთან, დოკუმენტში რუსეთი და ჩინეთი აშშ-ის მთავარ ოპონენტად არიან დასახელებულნი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner