logo_geo
eng_logo
სატვირთო მანქანაში 200-მდე არალეგალი მექსიკელი მიგრანტი აღმოაჩინეს
- +

4 თებერვალი. 2018. 13:00



BBC-ის ინფორმაციით, მექსიკაში სატვირთო მანქანაში 200-მდე არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, მათ შორის 24 ბავშვია. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.


მიგრანტები, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან, კერძოდ ჰონდურასიდან, გვატემალიდან და სალვადორიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცდილობდნენ შესვლას.


მექსიკის პოლიციის განცხადებით, სამართალდამცველებმა სატვირთო მანქანა ტეხასის საზღვართან ტამაულიპასის შტატში სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გააჩერეს. მანქანაში დამალული ადამიანები სკანერების საშუალებით აღმოაჩინეს, ისინი სატვირთო მანქანის საბარგულში წყლის, საკვებისა და ვენტილაციის გარეშე მგზავრობდნენ.


სატვირთო მანქანაში მყოფებს არ ჰქონდათ დოკუმენტები. ტრეფიკინგის ბრალდებით სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner