logo_geo
eng_logo
ილია მეორე: დაე, ინებოს უფალმა, რომ კაცობრიობამ დაამარცხოს ეს საშინელი სენი - კიბო
- +

4 თებერვალი. 2018. 13:25



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საკვირაო ქადაგებისას კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ისაუბრა. პატრიარქმა ამ სენისგან განსაკუთრებით ბავშვების განკურნება ისურვა.

 

„სიხარული და მწუხარება თითქოს ტყუპი ძმებივით არიან, ერთად დადიან. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა მწუხარებას ვგლოვობთ და ამას მოსდევს სიხარული. დღეს არის კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. დაე, ინებოს უფალმა, რომ კაცობრიობამ დაამარცხოს ეს საშინელი სენი. ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ უფალს, რომ განკურნოს ჩვენი ბავშვები, ჩვენი შვილები ამ საშინელი სენისგან", - ბრძანა პატრიარქმა. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner