logo_geo
eng_logo
ავღანეთში 100-მდე თალიბი მებრძოლი მოკლეს
- +

4 თებერვალი. 2018. 14:14

 

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ოპერაციის ფარგლებში ბოლო 24 საათის განმავლობაში 100-მდე თალიბი მებრძოლი მოკლეს.


ოპერაცია ყანდაღარის, განზის, ფარიაბის, ნანგაჰარის, ვარდაკისა და ლოგარის პრიოვინციებში ჩატარდა. უსაფრთხოების ძალებმა დიდი ოდენობით იარაღიც ამოიღეს.


შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიომ თაბილანის და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს.


ტრამპმა ეს განცხადება ქაბულში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გააკეთა. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დიპლომატიურ უბანში 27 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 95 ადამიანი დაიღუპა და 191 დაშავდა. აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა დანაღმული მანქანით მოაწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა" აიღო.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner