logo_geo
eng_logo
ანკარაში „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. „ინფორმაციის მინისტრი“ დააკავეს
- +

4 თებერვალი. 2018. 15:30



თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ანკარაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. „ინფორმაციის მინისტრი" დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.


აღნიშნული ოპერაცია ანკარის უსაფრთხოების სამმართველოს ანტიტერორისტულმა დანაყოფმა ჩაატარა. დაკავებულია ტერორისტი ომერ იეთექი, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოში" მედია სფეროზე იყო პასუხისმგებელი.


შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს თურქეთის ქალაქ კაისერში „ისლამური სახელმწიფოს ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრი დააკავეს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner