logo_geo
eng_logo
კაცი, რომელიც შვილს „ისლამური სახელმწიფოდან“ გაქცევაში დაეხმარა, დააკავეს
- +

4 თებერვალი. 2018. 16:06



დაღესტანში, 63 წლის ქაზიმ ნურმაგამედოვი, რომელიც შვილს სირიიდან გაქცევაში დაეხმარა, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.


ნურმაგამედოვის დაკავება მოსკოვში მოხდა. შემდეგ ის დაღესტანში გადაიყვანეს, სადაც სასამართლო მოსმენა გაიმართა.


ნურმაგამედოვს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს - უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან კავშირი და დანაშაულის ხელშეწყობა.


როგორც ცნობილია, ნურმაგამედოვი საკუთარ შვილს, მარატს სირიიდან გაქცევაში დაეხმარა. მარატი იქ ჯიჰადისტების გვერდით, „ისლამური სახელმწიფოსთვის" იბრძოდა. ის ასევე დაეხმარა სხვა ოჯახებს, რომელთა შვილებიც, ან ოჯახის წევრები ულტრაჯიჰადისტების რიგებში იბრძოდნენ, მოლაპარაკებებში და მათ უკან დაბრუნებაში.


გასული წლის ივლისში, 33 წლის მარატი „როიტერთან" ინტერვიუში აცხადებდა, რომ 2013 წელს ის „ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა, თუმცა ორ წელიწადში რადიკალურმა დაჯგუფებებმა გააღიზიანა და გაქცევა მოახერხა. ჯერ თურქეთში, იქიდან კი უკრაინაში.


საბაჟო კონტროლის გავლა მან მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ უკრაინის საზღვარზე არ იქნა გამოყენებული ბაზები, სადაც იმ პირების ფოტოები ინახება, რომელთა მიმართ რუსეთმა, როგორც ტერორისტებზე, ძებნა გამოაცხადა.


ამ დროს მოსკოვში, ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით, მარატის უფროსი ძმა შამილი დაკავეს. მას მოსკოვის გარეუბანში საკუთარი ბიზნესი ჰქონდა.


ქაზიმ ნურამაგამედოვის განცხადებით, ის ფინანსურად ძმას ეხმარებოდა, რათა მას „ისლამური სახელმწიფოდან" გაქცევა შესძლებოდა.


სწორედ შამილის სასამართლო მოსმენის დროს დააკავეს ქაზიმ ნურამაგამედოვი.

 

„ის, რა თქმა უნდა, არ აღიარებს დანაშაულს", - განაცხადა მესამე შვილმა იმაგაჯიმ.


ექსპერტი, დენის სოკოლოვი მიიჩნევს, რომ ქაზიმ ნურმაგამედოვის დაკავების მიზეზი შესაძლოა, შვილის სასარგებლოდ მიცემული ჩვენება იყოს.

 

„მან არამხოლოდ საკუთარი შვილი გადაარჩინა, არამედ ბევრი გააკეთა ხალხისთვის. მე არ ვიცი სხვა ადამიანი, რომელმაც ამდენი ახალგაზრდა იხსნა „ისლამური სახელმწიფოსგან". ასევე მრავალი შეაჩერა და გადააფიქრებინა სირიაში წასვლა", - განაცხადა ექსპერტმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner