logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: ეკა კვესიტაძის მდაბიო საქციელი!...
- +

4 თებერვალი. 2018. 18:00



„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეკა კვესიტაძის მდაბიო საქციელი!

 

„რუსთავი 2"-ის გუშინდელ ეთერში სტუმრობის შემდეგ, გადაცემის წამყვანმა და „ჟურნალისტმა" ეკა კვესიტაძემ საკუთარ გვერდზე აი, ეს ფოტო დადო და თავისი ჭკუით, ვითომ დამამცირა...

 

ეკა! თქვენი ამ მდაბიო საქციელით, კიდევ ერთხელ დაანახეთ საზოგადოებას, რომ პიროვნების ღირსების შეურაცხყოფა თქვენი და თქვენი თანამოაზრეებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ალბათ, ასეთი ქცევის მიზეზები თქვენს აღზრდაში უნდა ვეძიოთ! მიუხედავად იმისა, რომ თქვენ და თქვენნაირი „ჟურნალისტები" ლიბერალებად წარმოაჩენთ ხოლმე თავს, არც მაგ ლიბერალიზმის გაეგებათ რაიმე და ჩვეულებრივი მედროვეები ხართ! იმაზე აღარაფერს ვამბობ, გადაცემაში ბალანსი მუდმივად დარღვეული რომ გაქვთ და მაყურებელს ყოველთვის მიკერძოებულ მხარედ ევლინებით! ჯერ მხოლოდ იმიტომ ღირდა გუშინდელ გადაცემაში სტუმრობა, რომ თქვენი პროფესიულ-სულიერი მხარეების გამომზეურება მომხდარიყო!

 

P. S. „ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივი პრივილეგიაა". - გოეთე", - წერს ტომარაძე. 


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner