ევროკომისიას სურს დააჩქაროს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე განლაგებული ქვეყნების ევროკავშირში მიღება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt-ი ევროკომისიის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის წარდგენაც სამშაბათს სტრასბურგშია დაგეგმილი.
დოკუმენტში წერია, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება ალიანსის პოლიტიკურ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ და ეკონომიკურ მიზნებში შედის. საუბარია სერბეთზე, მონტენეგროზე, მაკედონიაზე, ალბანეთზე, ბოსნია და ჰერცოგოვინასა და კოსოვოზე.
ევროკომისიის მოსაზრებით, სერბეთი და მონტენეგრო ევროკავშირში შესაძლოა 2025 წლამდე შევიდნენ.