logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: სააკაშვილმა ეს შანსი ხელიდან გაუშვა...
- +

5 თებერვალი. 2018. 02:01



ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თვითოეული ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის დგება მომენტი გადამწყვეტი არჩევანის და ძირეული ცვლილებების, თუ სახელისუფლო მაღალი რანგის წარმომადგენელია მით უფრო ხელმისაწვდომია და განსახორციელებლად მეტი შესაძლებლობა ეძლევა... სააკაშვილმა ეს შანსი ხელიდან გაუშვა, ვერ თუ არ ისარგებლა, არ ვიცი, ისტორიკოსებისთვის მიმინდვია...დარჩა მხოლოდ ქაშვეთში ხელმოწერილი ფარატინა ქაღალდი „ეროვნული თანხმობის" არაფრის მომცემი, რომლის ძირითადი შინაარსი ასეთია: აღარ გერჩით, აღარ გიჭერთ პირველი პრეზიდენტის მომხრეებს, გიშვებთ ციხეებიდან, მაგრამ მეტს ნუ მოინდომებთ, შევარდნაძეს დამსახურებული პენსია და ხელშეუხებლობა... იმუნიტეტი ვრცელდება დანარჩენ სამხედრო ხუნტის წევრებზეც....

დღეს მე იგივე პრეტენზიები და მოთხოვნები გამაჩნია (ღმერთმა დამიფაროს რაიმე პირადი მამოძრავებდეს) არსებული ხელისუფლებისადმი, რაც წინამორბედის მიმართ მქონდა:

1.უპირველესი მოთხოვნაა, ჯერ კიდევ პრემიერ ღარიბაშვილის დროს პროკურატურაში მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებული საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება! მისი მკვლელობის შემკვეთების და აღმსრულებლების დასახელება და გასამართლება!

2. მშვიდობიანი მიტინგების და მანიფესტაციების დამხვრეტთა გასამართლება! უფრო კონკრეტულად 1992 წლის 3 იანვარს მეტრო „დიდუბესთან" მშვიდობიან მიტინგის დახვრეტა და ექვსი ადამიანის დაღუპვა!

7 იანვარს მეტრო „დელისთან" მომხდარი მანიფესტაციის დახვრეტა და ასევე მომიტინგე მჭედლიშვილის დაღუპვა!

1992 წლის 2 თებერვალს ოცდაორი მანიფესტანტის დახვრეტა და ასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით! (ყველა დაღუპულის მონაცემი მე პირადად მაქვს ჩაბარებული პროკურატურაში)!

1998 წლის 17 დეკემბერს კოსტავას ეზოში დარბეული აქცია და მოშიმშილე ნუგზარ ლეჟავას მკვლელობა!

2000 წლის 28 ოქტომბერს მომიტინგე მაყვალა აბაშვილის მკვლელობა!

3.გამოძიება და მკვლელების გამოვლენა: გოჩა ჯიქიას! გოჩა ესებუას! აკაკი ელიავას! ბადრი ზარანდიას! სლავა მინჯიას! ავთანდილ ელიავას! კუსო ოდიშარიას! მკვლელობების გამოძიება!

4 ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნა (მე რომ უარყოფითი პოზიცია გამაჩნია ამ პიროვნების მიმართ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ააქვს)!

5 რატომ დღემდე კვლავ ბუნდოვნად რჩება ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობა თუ მკვლელობა?!

6 სადაა გურამ შარაძის მკვლელობის გახსნა? (ესეც ჯიხაშკარის ტყეში ხომ არ მოხდა? არამედ თბილისის ცენტრში!)

7 ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობა!

აი ასე ტომებად გილაგიათ გახმაურებულ მკვლელობათა საქმეების გამოუძიებლობა! კვლავ ხელისუფლების ნების არ ქონა, და ისევ გრიფით საიდუმლო ლინკით, ღრმა სეიფებში საქმეების გადამალვა ან გაყალბება! ისტორია კი აუცილებლად თავის ფურცლებს დაწერს ხელისუფლებათა მოღალატეობის და საკუთარი ქვეყნის წინაშე ღალატის შესახებ!

შევარდნაძიზმი კვლავ გრძელდება!" - წერს შონია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner