logo_geo
eng_logo
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- +

5 თებერვალი. 2018. 10:55



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი დააკავეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანახმად,  ერთ-ერთ კომპანიას ვითომდა  2 მილიონი ლარის ღირებულების მომსახურება  გაუწია.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner