logo_geo
eng_logo
ყველა სკოლას კვალიფიციური ფსიქოლოგი ეყოლება
- +

5 თებერვალი. 2018. 12:49



შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველა სკოლას ეყოლება კვალიფიციური ფსიქოლოგი.


„გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უკვე გადაიდგა ნაბიჯები. კერძოდ, გაღრმავდა მანდატურსა და საპატრულო პოლიციას შორის თანამშრომლობა; გაძლიერდა პატრულირება სკოლის პერიმეტრზე; ამოქმედდა ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი; გაძლიერდა ფსიქოლოგიური მომსახურება სკოლებში. ეს პროცესი ეტაპობრივად მთელ ქვეყანას მოიცავს და საბოლოოდ, ყველა სკოლას ეყოლება კვალიფიციური ფსიქოლოგი; ფსიქოლოგებთან თანამშრომლობის შედეგად, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები მშობლებისთვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის; სარეკომენდაციო ფლაერები ეტაპობრივად ყველა სკოლაში დარიგდება, რაც ხელს შეუწყობს ძალადობისა და ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დანაშაულის პრევენციას, ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.


სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" განათლებისა და შს სამინისტროების მიერ „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner