logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: ჩადება არის ჩვენი პროფესიონალიზმისა და ინტელექტის შეურაცხყოფა
- +

5 თებერვალი. 2018. 14:03


„ჩადება არის ჩვენი პროფესიონალიზმის და ჩვენი ინტელექტის შეურაცხყოფა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს შსს-ს მიერ კამპანია #არაჩადებას შეერთების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ამბობს - არა ჩადებას და პირველ რიგში ამ მესიჯით ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არ ვაპირებთ ჩადებას და მეორე, რომ ჩადება არის ჩვენი პროფესიონალიზმის და  ჩვენი ინტელექტის შეურაცხყოფა. ეს არ არის ის მეთოდები, რომლის გამოყენებასაც სამინისტრო აპირებს. ამ კამპანიასთან შეერთებით ჩვენ ეს პოზიცია ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმა, რომელიც არაერთხელ დააანონსა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სწორედ ამ მიმართულებით ვაპირებთ ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმას მხოლოდ და მხოლოდ წინ", - აცხადებს მეზვრიშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner