პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა იქნება ხმაურიანი და ცხელი:
„პოლიტსაბჭო შეიკრიბება, საკითხზე იმსჯელებს. ალბათ იქნება ხმაურიანი, ცხელი განხილვა. „მრეწველები" ამბობენ, რომ ეს არ ეხება მათ კურსს და საერთოდ შეხედულებას საგარეო კურსთან დაკავშირებით, შიდა პრობლემები აქვს მეორე გუნდთან და ეს საკითხი უნდა გაირჩეს.
რაც შეეხება დამოკიდებულებას, რომელიც გამოხატა ბატონმა გოგიმ, ეს არის დამოკიდებულება, რომელიც არ შეესაბამება მთლიანად კოალიციის და მთავრობის პოლიტიკას. დამთავრდა! მეტი ამის იქით არაფერი არ არსებობს", - განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა, რომ ის მხარს არ დაუჭერდა კოალიციის დაშლას.