logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტი დღეს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს განიხილავს
- +

25 აპრილი. 2016. 11:17



ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი დღეს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს განიხილავს.



საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს იმ ქვეყნების სიაში გადაყვანას, რომლის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.


სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცების შემდეგ საკანონმდელო ინიციატივას ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში კი მას ევროკავშირის საბჭოს წევრებმა უნდა დაუჭირონ მხარი.



საკანონმდებლო ინიციატივა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს 9 მარტს წარუდგინა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner