შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, როგორც კი ლომთათიძის ქუჩაზე მკვლელობის ჩამდენი პირის იდენტიფიცირება და დაკავება მოხდება, ამ ინფორმაციას შსს საზოგადოებას მიაწვდის.
„ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. ინტენსიურად ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს. როგორც კი დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირება და დაკავება მოხდება, საზოგადოებას დაუყოვნებლივ შევატყობინებთ", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.