იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსამართლეთა შესარჩევი ტესტების შესაძლო გამჟღავნების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს დაკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია.
რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ შეკითხვას, მურუსიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
ამასთან, როგორც მურუსიძემ აღნიშნა, ასევე არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, დაიკითხნენ თუ არა საბჭოს სხვა წევრები აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში.