„როგორ არ უნდა გასცე ახლა პასუხი ამ დედალ „ნაცს"! - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა „ქრონიკა +"-ის მთავარ რედაქტორ ელისო კილაძეზე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ქალბატონი ბელუქსა გამობრძანდა „ტვ პირველზე" და დიდაქტიკური სახით გვამცნო, სალოსის ქუჩაზე მომხდარი სპეცოპერაცია, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია და მისი შვილის ნარკოტიკები სულ სოსო გოგაშვილის დაგეგმილიაო. ჰოდა, მინდა დავუმატო აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს ომი, „მხედრიონის" თარეში, სამოქალაქო ომი და გვირაბი ლონდონიდან ბომბეიმდე გოგაშვილის შემოქმედებაა. ხო, კენედის მკვლელობაშიც წვლილი მიუძღვის, არ გამოგრჩეს. არ დაიღალე, ქალო, ამ ბოდვებით? ან რას დაგყავთ ეს ცილისმწამებელი გადაცემებში, „რუსთავი 2"-მა დაიკიდა და თქვენ რით ვერ მოეშვით?" - წერს ნინო ჯღარკავა.