logo_geo
eng_logo
დღეს აქცია „შენი მწვანე თბილისი“ ჩატარდება
- +

25 აპრილი. 2016. 11:20



დღეს, 25 აპრილს, 12 სთ-ზე, კომპანია „ფრეგოს" მხარდაჭერითა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე დღის ცენტრებისა და სათემო ორგანიზაციების ქსელთან თანამშრომლობით, ამავე ქსელში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველოს" ბაზაზე (მის. ლუბლიანას 21ბ, ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკის ტერიტორია) ჩატარდება აქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მონაწილეობით სახელწოდებით „შენი მწვანე თბილისი"(„Your Green Tbilisi").

 

„აქციის ფარგლებში სამხატვრო აკადემიის სტუდენტების, მოხალისე მხატვრებისა და შშმ ბავშვების ჩართულობით მოიხატება დღის ცენტრ „პირველი ნაბიჯი საქართველოს" სკვერი, კომპანია „ფრეგო" კი უზრუნველყოფს  მათ მიერ შექმნილი ესკიზების იმ ტრანსპორტზე გადატანას, რომლითაც ისინი თავიანთი სახლებიდან დღის ცენტრებამდე გადააგილდებიან.

 

ერთად გავულამაზოთ და გავუფერადოთ შშმ ბავშვებს ერთი დღე, მივცეთ მათ წარმოსახვას ფართო გზა და მათთან ერთად მოვხატოთ ჩვენი მწვანე თბილისი", - ნათქვამია განცხადებაში.



საკონტაქტო ნომერი 577 006 248

მისამართი: ლუბლიანას 21 ბ (ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკის ტერიტორია)





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner