„ბათუმიდან სამწუხარო ამბავი მაცნობეს..." - წერს სოციალურ ქსელში კინოდოკუმენტალისტი ოლიკო ჟღენტი და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:
„მოულოდნელად გარდაიცვალა ვიქტორ ზინკოვსკი - აჭარის ტელევიზიის ღვაწლმოსილი მუშაკი, დამსახურებული ინჟინერი, ნამდვილი პროფესიონალი, კეთილშობილი, გულისხმიერი ადამიანი და კოლეგა... მრავალი წელი - სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ერთგულად ემსახურებოდა აჭარის ტელევიზიას.
როგორც გავიგე, მის მიმართ უსაფუძვლო დისციპლინარული წარმოება იყო დაწყებული. ამის შესახებ ოფიციალური წერილი ორი დღით ადრე მიიღო.... დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას... მაგრამ... ჩვენთან ხომ პროფესიონალებს დაფასება არ აქვთ... სამწუხაროდ, ეს დაფასება და აღიარება მხოლოდ Post factum ხდება..." - წერს ოლიკო ჟღენტი.