ამერიკის შეერთებულ შტატებში ვისკონსინის შტატში ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ გამოსაშვებ საღამოზე ცეცხლი გახსნა. შემთხვევის ადგილთან ახლოს პატრული იმყოფებოდა. ეჭვმიტანილს მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
ამ დროისთვის არსებული ცნობით, თავდამსხმელი, 18 წლის ჯეიკობ ვაგნერი, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. მის მიერ დაჭრილი ორი მოსწავლე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. უცნობია თავდასხმის მიზეზი.