logo_geo
eng_logo
დიდი გამარჯვების მოლოდინში ჩაფიქრებული უგულავა გაღმა ვანელებთან
- +

5 თებერვალი. 2018. 22:07



პარტია „ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. და განა მხოლოდ იყრის? გამარჯვებასაც აპირებს. მისი მტკიცებით, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს ვანსა და ხონში, გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებზეც. რომელი ოპოზიციონერი უგულავაა, მაგრამ მაინც თავისებურად მსჯელობს:


„დადგა დრო მოვიპოვოთ პირველი გამარჯვება გამარჯვებების ძალიან გრძელ და მნიშვნელოვან გზაზე. ჩვენ ვხედავთ გაჩერებულ ქვეყანას, ეკონომიკას, რომელიც სულს ღაფავს, გაზრდილ კრიმინალს, რომელსაც სახელმწიფო ვეღარ უმკლავდება. ვხედავთ თვითკმაყოფილ სახეებს ხელისუფლებაში და გაღატაკებულ სახეებს ქუჩაში".


როგორც ხედავთ, ბატონმა უგულავამ ვერ მიიღო კარგი გაკვეთილები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ძალიანაა მოწადინებული, ბუნძულ-ძუნძულით გამოუშვან ხონიდან და ვანიდან. მან პირველი შეხვედრა უკვე გამართა გაღმა ვანში, სადაც ხალხის ფონზე „ისელფავა" და ქვეყანაზე დამაშვრალი კაცის იერიც მიიღო - ა, ნახეთ, ხომ ჰგავს ჩაფიქრებული უგულავა არნოლდ შვარცენეგერს? არა, სილვესტერ სტალონეს! არა, არა, აკაკი წერეთელს! უჰ, არა, მიხო სააკაშვილს!


ჰოდა, მას შემდეგ, რაც მილიონების გაფლანგვაში ბრალდებული უგულავა გაღმა ვანს ესტუმრა, facebook-ში ასეთი პოსტი გამოაცხო:


„პირველი შეხვედრა გაღმა ვანში. უგზოობა, უთავბოლობა, უპატრონობა და რაც მთავარია უიმედობა. ერთად ვებრძვით პრეფიქს „უ"-ს. ოღონდ ამას ვამბობ მე უგულავა, მოვერევით, აუცილებლად მოვერევით".


ისე, ამ ვაჟბატონს სასვენი ნიშნების დასმა რომ ესწავლა (თანაც ყოფილი ჟურნალისტია) და მერე მიეყო ხელი განცხადებების კეთებისთვის და კენჭისყრისთვის, უკეთესი იქნებოდა. კაცმა ციხეში ჭკუა თუ არა, სასვენი ნიშნების დასმა მაინც უნდა ისწავლოს, ამან კი ვერც ერთი ვერ ისწავლა!


შეგახსენებთ, 2016 წელს ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი გახდა, რომელიც 2017 წლის დეკემბერში უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს. აი, ზუსტად მაგ ადგილს უმიზნებს ბატონი უგულავა.


თათული შენგელია









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner