logo_geo
eng_logo
Facebook-ი კრიპტოვალუტის რეკლამებს დაბლოკავს!
- +

5 თებერვალი. 2018. 22:09



კომპანია facebook-ის გადაწყვეტილებით, მის სივრცეში კრიპტოვალუტის შესახებ განთავსებული ნებისმიერი რეკლამა დაიბლოკება.


როგორც კომპანიაში აცხადებენ, კრიპტოვალუტის პოპულარულობამ ბოლო პერიოდის განმავლობაში იმატა, რაც აჩენს იმის შანსებს, რომ კონკრეტული ადამიანები ბოროტად ისარგებლებენ.


Facebook-ის გადაწყვეტილებით, ფინანსური პროდუქტები და სერვისები, რომლებიც საეჭვოდ გამოიყურება, შეიზღუდება. facebook გვაფრთხილებს, რომ მსგავსი რეკლამები შესაძლოა მაინც გაიპაროს, ამიტომ თუ ჩათვლით, რომ რაღაც რიგზე არაა, შეგიძლიათ დაარეპორტოთ და თავად შეუწყოთ ხელი პლატფორმის განვითარებას.


​კომპანია თვლის, რომ ზოგიერთი კომპანია არაკეთილსინდისიერად იყენებს პლატფორმას და კრიპტოვალუტის რეკლამირებით მომხმარებლის მოტყუებას ან შეცდომაში შეყვანას ცდილობს. სწორედ ამიტომ სანამ ყველაფერი უფრო მკაფიო გახდება, კომპანიამ გადაწყვიტა მსგავსი რეკლამები საერთოდ დაბლოკოს, მათ შორის ბიტკოინის რეკლამაც.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner