საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეს გოგო, კახას გვერდით, სალომე ხუხუნაიშვილია.
სალომე ლანჩხუთელია და ვინც პირადად იცნობს, ყველა გეტყვით, რამხელა პოზიტივის მატარებელია.
სალომემ ყველას გაგვიზიარა თავისი სიხარული - მას კახამ მთელი წლის მანძილზე საჭირო გამოკვლევები დაუფინანსა. წარმატებები სალომეს და სალომეს გულშემატკივრობისთვის - დიდი მადლობა კახას", - წერს წილოსანი.