„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„2017 წლის ქართული ბანკების წმინდა მოგება: 869 798 000 ლარი!
იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ფაქტიურად არაფერს აწარმოებს, ამ თანხის დიდი ნაწილი არის მოსახლეობის გაღატაკებიდან (გაყიდული ქონებიდან) და ემიგრანტების ფულადი გზავნილებიდან მიღებული ფული!!!
თუ რამდენიმე წელი ასე გაგრძელდა, მთელი საქართველოს ქონება მათ ხელში იქნება!
ყველაზე საინტერესო აქ კიდევ ის არის, რომ ასეთი მოგების პირობებში, ბიუჯეტში ძალიან ცოტა თანხა შეაქვთ, რაც ბანკებზე მორგებული კანონმდებლობის შედეგია!" - წერს ტომარაძე.