logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: საიდან ჩნდება ამდენი „უნივერსალური“ ექსპერტი, რომელიც...
- +

6 თებერვალი. 2018. 10:55



სამართლის დოქტორი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დავაი პაგადაიუ", - ეს სიტყვები დღეს ერთმა ბოშამ მომაძახა და უცებ ტერმინი „ექსპერტი" გამახსენდა.

 

ქართულ მედიაში ხშირად ვკითხულობთ, ვუყურებთ ან ვუსმენთ „ექსპერტების" კომენტარებს. ჰოი, საკვირველებავ და, ერთი ადამიანი თანაბარი „წარმატებით" საუბრობს კონსტიტუციაზე, საკანონმდებლო ცვლილებაზე, ეკონომიკაზე, ფინანსებზე, ნარკომანიასთნ ბრძოლაზე, კრიმინოლოგიაზე, განათლების პოლიტიკაზე, საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვაზე და მთელ რიგ სხვა საკითხებზე. ავიღოთ გერმანიის მაგალითი. წამყვანი ტელეარხები ხშირად იწვევენ ექსპერტებს. ამგვარი შეფასების პატივი კი მეტწილად იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებსაც შესაბამისი პროფილით მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება, დაცული აქვთ დისერტაცია, აქვთ პუბლიკაციები და ეწევიან ამ სფეროსთან დაკავშირებულ სამეცნიერო ან პრაქტიკულ საქმიანობას. ასევე აღსანიშნავია, რომ მათ აქვთ ვიწრო სპეციალიზაცია. მაგალითისათვის, აღმოსავლეთ ევროპის ექსპერტი არასოდეს საუბრობს არათუ ჯანდაცვაზე, არამედ ამერიკაზეც კი. ასეთ შეკითხვას არც ჟურნალისტი დაუსვამს და არც თავს აკადრებს, google-სა და wikipedia-ში ამოკითხულ მოკლე ცნობებს დაეყრდნოს. აქვე ჩნდება ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელი კითხვა - საიდან ჩნდება ამდენი „უნივერსალური" ექსპერტი, რომელიც იმდენ თემაზე აძლევს თავს საუბრის უფლებას, რომ მინიმუმ 50 წელი უნდა ჰქონდეს სხვადასხვა დარგის შესწავლაში გატარებული და ყოველდღიურად ცოდნის გასაახლებლად მათთვის დღე-ღამე 24-ის ნაცვლად, მინიმუმ 240 საათისგან უნდა შედგებოდეს? პატივი ვცეთ ტერმინ „ექსპერტს" ან დავამკვიდროთ ახალი „ექსპერტ-მარჩიელი".

 

P.S. „გადაც ნე ნადა, უჩიტსა ნადა", - წერს ბრეგაძე.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner