logo_geo
eng_logo
გლდანის ციხის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილ უფროსს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

6 თებერვალი. 2018. 11:56



პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილ უფროსს, ოლეგ ფაცაციას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


ასევე, დამნაშავედ იქნენ ცნობილი აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული სხვა პირებიც. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომელს მალხაზ ღვინიაშვილს სასჯელის სახით მიესაჯა 6 წელი და 9 თვე, ხოლო სხვა ბრალდებულებს: ნუგზარ მარღიას, ზაზა ხარაიშვილს, ვახტანგ გუგუციძეს, დავით ჩიხლაძესა და დავით ნოზაძეს ამინისტიის გათვალისწინებით შეეფარდათ 3 წელი და 3 თვე.


მოსამართლემ სამოტივაციო ნაწილის წარმოთქმისას განცხადა, რომ მალხაზ ღვინიაშვილისთვის განაჩენის გამოტანის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინა.


რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის თქმით, მათ განესაზღვრათ აღნიშნულ მუხლზე მინიმალური სასჯელი - 4 წელი, ხოლო ამნისტიის გათვალისწინებით საბოლოო სასჯელის სახით განისაზღვრა 3 წელი და 3 თვე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner